ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ბირთვული ენერგიის შიდა წარმოების გაზრდას ცდილობს


ორშაბათს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქმნის 75 მილიონი ფუნტის (90,5 მილიონი დოლარის) ფონდს, რომელიც მიზნად ისახავს ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვული საწვავის შიდა წარმოების გაზრდას და რუსული ურანის მიწოდებაზე დამოკიდებულების შემცირებას. მსოფლიოში რუსეთზე ურანის დაახლოებით 20% მოდის.

ფონდი სახელმწიფო გრანტებს გადასცემს ისეთ ბიზნესს, რომელიც ჩართულია ბირთვული საწვავის შექმნის პროცესში. ფონდი ბიზნესებისგან განაცხადებს 20 თებერვლამდე მიიღებს.

„გაზის რეკორდულმა მაღალმა ფასებმა, რომელიც გამოწვეულია პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრით, ნათელი გახადა შიდა განახლებადი ენერგიის საჭიროება, მაგრამ ასევე დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოებული ბირთვული ენერგიის საჭიროებაც - მეტი სადგურების აშენება და შიდა წარმოების შესაძლებლობების განვითარება“, - განაცხადა ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრმა, გრამ სტიუარტმა.

ლონდონის განცხადებით, ფონდიდან 13 მილიონამდე ფუნტი უკვე გადაეცა სპრინგფილდსის ბირთვული საწვავის წარმოების ობიექტს ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში.

ენერგოწარმოება მთავარი საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ნოემბერში ბრიტანეთმა განაცხადა, რომ გახდება Sizewell C ბირთვული პროექტის 50%-იანი წილის მფლობელი და 700 მილიონი ფუნტით დააფინანსებს ქარხანას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში განთავსება.

XS
SM
MD
LG