ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრექსიტის" პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა


ბრიტანეთი და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ე.წ. ბრექსიტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა და რომ მათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს ევროგაერთიანებიდან ქვეყნის გამოსვლასთან დაკავშირებულ პროცესში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დღეს ბრიუსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა ახლა უკვე ვაჭრობის საკითხები იქნება, რადგან პირველ ფაზაზე უკვე დამაკმაყოფილებელი შედეგები და პროგრესია მიღწეული.

ევროკავშირის ლიდერები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ბრიტანეთთან ფინანსურ შეთანხმებაზე, ირლანდიის საზღვრების სტატუსზე და ასევე იმ მოქალაქეთა უფლებებზე, რომლებზეც ბრიტანეთის ევროგაერთიანებიდან გასვლა უშუალოდ იმოქმედებს და აისახება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG