ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი კორონავირუსის მასობრივი ტესტირების გეგმას აქვეყნებს


ბრიტანეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა კოვიდ 19-ის ტესტირებას მოსახლეობაში სრული მასშტაბით იწყებს. ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც კორონავირუსის გამო სიტუაცია ძალიან მძიმეა.

ტელეკომპანია "ბი-ბი-სისთან" (BBC) ინტერვიუში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა თქვა, რომ მთავრობა აპირებს ტესტირების მასშტაბი გაზარდოს. ახლანდელი 28,000 ადამიანის ნაცვლად, ოქტომბრის თვისთვის 150,000-დან 400,000-მდე ადამიანი გაივლის ტესტირებას. ეს იმისთვის იქნება საჭირო, რომ ქვეყანაში არსებობდეს ეპიდსიტუაციის სურათი და იცოდნენ, თუ სადაა ქვეყანაში ყველაზე მწვავე ვითარება.

ჰენკოკმა თქვა, რომ ტესტირების მასშტაბებს ზრდიან "დაახლოებით, 10-ჯერ, რათა უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღოთ იმაზე, თუ სადაა ვირუსი ფესვგამდგარი; არის თუ არა განსხვავება სქესის მიხედვით ავადობასთან დაკავშირებით; ქვეყნის რომელ ნაწილშია პრობლემა, რათა უკეთესად გავუმკლავდეთ სიტუაციას და უფრო ფოკუსირებულები ვიყოთ იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ვირუსთან საბრძოლველად მივიღებთ".

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, თუ როგორი პასუხი ჰქონდა კორონავირუსის პანდემიაზე. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირების პასუხი პანდემიაზე იყო ძალიან ნელი. მათ გვიან ჩაკეტეს ქვეყანა და გვიან შემოიღეს სახლში დარჩენის წესები. ასევე, ძალიან ნელა მიდიოდა ტესტირების პროცესი, რამაც არ მისცა მათ საშუალება სცოდნოდათ, ზუსტად რა სიტუაცია იყო ქვეყანაში.

ახლანდელი მონაცემებით, ბრიტანეთი ევროპაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია კორონავირუსის გამო. ქვეყანას კონტინენტზე გარდაცვალების ყველაზე მაღალი და ეკონომიკის განვითარების და ამუშავების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG