დღეს ფიასკოთი დამთავრდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მცდელობა, დაერწმუნებინა პარლამენტი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დამტკიცებაში. განხილვა ბრექსიტის საკითხების მინისტრის, დომინიკ რააბის თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა.
„ვერ დავეთანხმები ამ შეთანხმების პირობებს" - განაცხადა დომინიკ რაბიმ. ის ეწინააღმდეგება ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიასა და ევროკავშირის წევრ ირლანდიას შორის საბაჟოს დაწესებას, რომელიც მათ შორის საზღვრის საჭიროებას გააუქმებს, ასევე ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმების პირობებს.
მიმდინარე მოვლენები ბრიტანულ ფუნტზეც აისახა. რააბის გადადგმოისთანავე, ფუნტის ღირებულება მკვეთრად დავარდა.
Facebook Forum