ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერმა ”ბრექსიტის” გეგმა წარმოადგინა


დიდი ბრიტანეთის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის კრიტიკოსები დიდი ხანია ევროპის კავშირიდან გამოყოფის ზუსტი გეგმის არქონაში ადანაშაულებენ. დღეს მან ე.წ. ბრექსიტით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯების ფაზები წარმოადგინა, რომელიც თვალნათლივ ადასტურებს, რომ ბლოკთან “გაყრა” საბოლოოა.

ტერეზა მეის გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი დატოვებს როგორც ევროპის ერთობლივ ბაზარს, ასევე ევროპულ სასამართლოს და აღადგენს დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლს. პრემიერის განცხადებით, გეგმას კენჭს ბრიტანეთის პარლამენტში უყრიან და დამტკიცების შემთხვევაში, მისი დანერგვის პროცესი რამდენიმე ფაზად განხორციელდება.

XS
SM
MD
LG