ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ბრექსიტი” და გლობალური ეკონომიკის რისკები


თუკი დიდი ბრიტანეთი გადაწყვეტილებას ევროპის კავშირის დატოვების შესახებ მიიღებს, ამ ფაქტს გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლოა კატასტროფული გავლენა ჰქონდეს - განაცხადეს მსოფლიოს ლიდერებმა დიდი შვიდეულის სამიტის ფინალურ დღეს. “ბრექსიტის” სახელით ცნობილი რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ივნისში გაიმართება.

აღნიშნული საკითხის განხილვა დიდი შვიდეულის შეხვედრის გეგმაში არ ყოფილა, მაგრამ მასზე მსჯელობა შედგა და განცხადება საბოლოო დეკლარაციაშიც შევიდა. “სამიტი ჩვენს იმედზე მიანიშნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირის წევრად დარჩება” - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. “თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ბრიტანელმა ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ” - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG