ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაგარდი: "ევრო-კავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვანი რისკების შემცველია"


ევროპის კავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვანი რისკების შემცველია და შესაძლოა ქვეყანაში რეცესია გამოიწვიოს - ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა დღეს გააკეთა.

“ჩატარებული ეკონომიკური ანალიზების უმრავლესობა თანხმდება, რომ ევროპის კავშირიდან გასვლაზე არჩევნების ჩატარებას გრძელვადიანად უარყოფითი გავლენა ექნება”, აცხადებს ლაგარდი, მისივე თქმით ბრიტანეთის ეკონომიკაზე ამან შესაძლოა მძიმე შედეგები იქონიოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს უერთდება, რომლებიც ევროპული ეკონომიკური ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლით შეშფოთებულები არიან. ნატოს ყოფილმა მეთაურებმა გაზეთ “დეილი ტელეგრაფში” წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლა დაეხმარება დასავლეთის მტრებს და ბრიტანეთის გავლენას შეამცირებს, მაშინ როცა საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებას გვერდი-გვერდ დგომა განსაკუთრებით სჭირდება.

XS
SM
MD
LG