პარასკევს, ამერიკის სამი უნივერსიტეტიდან პოლიციამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. სამართალდამცავებმა ამ შენობებში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური მუქარის ზარი მიიღეს. ერთ-ერთი ზარი ტეხასის უნივერსიტეტში გაკეთდა, სადაც უცნობი პირი აცხადებდა, რომ ალ-ყაიდას მიერ უნივერსიტეტის მთელს ტერიტორიაზე ნაღმები იყო დამონტაჟებული. მსგავსი ზარი გაკეთდა ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტშიც, რომელიც ტეხასის სასწავლებიდან 1800 კმ-ითაა დაშორებული. კიდევ ერთ ევაკუაციას ოჰაიოს, ჰირამის უნივერსიტეტში ჰქონდა ადგილი. ზარი იგივე შინაარსის იყო.
მუქარა უნივერსიტეტებში, სავარაუდოდ, ანტი-ამერიკულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მოიცვა.
სამართალდამცავებმა ამ შენობებში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური მუქარის ზარი მიიღეს