ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მედიქეარი" წამლის ფასებზე მოლაპარაკებებს დაიწყებს


ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ექიმის რეცეპტით გასაცემი იმ 10 წამლის სია, რომელიც პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების ჯანდაცვის პროგრამა „მედიქეარს“ ფასზე მოლაპარაკების საშუალებას მისცემს.

„მედიქეარის“ პროგრამა 66 მილიონ ადამიანს ემსახურება. ეს წამლებია: Eliquis, Jardiance, Xarelto, Januvia, Farxiga, Entresto, Enbrel, Imbruvica, Stelara, Insulin Aspart.

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გასულ წელს ხელმოწერილი ინფლაციის შესამცირებელი კანონი „მედიქეარს“ საშუალებას აძლევს ყველაზე ძვირადღირებული წამლების ფასებზე მოლაპარაკებები აწარმოოს.

ბაიდენმა თქვა, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, მოლაპარაკებების საგან წამლებზე ფასები 9 მილიონი ხანდაზმული ადამიანისთვის შემცირდება. ამჟამად კი ისინი რეცეპტით გამოწერილ წამლებში ყოველწლიურად 6,497 დოლარს ხარჯავენ.

პრეზიდენტმა თქვა, რომ „მედიქეარი“, რომელიც მეტწილად 65 წლის ზემოთ ასაკის ამერიკელებს ემსახურება, შეერთებული შტატების ვეტერანთა საქმეების ადმინისტრაციასთან შედარებით, რომელიც ფასებზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, წამლებში ორჯერ მეტს იხდის.

მოლაპარაკებები დაიწყება 10 წამლის შესახებ, რომელთა ახალი ფასები ძალაში 2026 წლიდან შევა. პროგრამის მიზანია 2031 წლისთვის, წამლის ფასებზე ყოველწლიურად 25 მილიარდი დოლარი დაზოგოს. ამერიკული კანონები „მედიქეარს“, რომლის რეცეპტით გასაცემი წამლების პროგრამა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, ფარმაცევტულ ფასებზე მოლაპარაკებას უკრძალავდა.

XS
SM
MD
LG