ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯმო: ჰეპატიტისგან ადამიანები მკურნალობის ნაკლებობის გამო იღუპებიან


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში ჰეპატიტის შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში ჰეპატიტის შესახებ

გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი, თუკი ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა მოხდება.

ანგარიშში „ჰეპატიტი 2017“, რომელიც ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ქრონიკული B ჰეპატიით ან ვირუსული C ჰეპატიტით 325-მდე მილიონი ადამიანია დაავადებული. ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის, რომ ინფიცირებულია. შედეგად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ასეულობით ათასი ადამიანი ვერ იღებს შესაბამის მკურნალობას და პროგრესირებადი ღვიძლის დაავადებების, სიმსივნისა და სხვა ფატალური რისკების წინაშე რჩება.

B ჰეპატიტი სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხის გაცვლით გადაიდება. C ჰეპატიტის ვირუსი კი ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება.

ბოლო შეფასებები აჩვენებს, რომ ვირუსული ჰეპატიტით 2015 წელს 1.34 მილიონი ადამიანი დაიღუპა; 1.75 ადამიანი კი C ჰეპატიტით დაინფიცირდა - შედეგად მსოფლიოში ამ დაავადებით მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 71 მილიონი ადამიანი გახდა.

ვირუსული ჰეპატიტით 2015 წელს 1.34 მილიონი ადამიანი დაიღუპა; 1.75 ადამიანი კი დაინფიცირდა. შედეგად მსოფლიოში ამ დაავადებით მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 71 მილიონი ადამიანი გახდა.
WHO

გოტფრიდ ჰირნშალი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ-ისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსული ჰეპატიტისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი ტუბერკულოზის შედეგად დაღუპულთა რიცხვის მსგავსი იყო. თუმცა, მისი თქმით, ჰეპატიტი მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე აივ ინფექცია - შიდსის გამომწვევი ვირუსი, და ბევრად მეტს ვიდრე მალარია.

„რაც ჰეპატიტს ამ სამი სხვა დაავადებისგან განასხვავებს არის ის, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი მზარდია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჰეპატიტით სიკვდილიანობა იზრდება მაშინ, როცა ამ სამი სხვა დაავადებით, პირიქით, მცირდება“, - ამბობს ჰირნშალი „2000 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ჩვენ ვნახეთ ზრდა 1 მილიონიდან - 1.34 მილიონამდე“.

ჰირნშალი ამბობს, რომ ინტერვენციის ბევრი სხვადასხვა გზა და საSუალება არსებობს, მათ შორის მაღალეფექტური ვაქცინაციები და მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლია ჰეპატიტის ქრონკულ და ფატალურად დაავადებად გადაქცევის პრევენცია.

"რაც ჰეპატიტს მალარიისგან ან ტუბერკულოზისგან განასხვავებს არის ის, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი იზრდება. 2000 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ჩვენ ვნახეთ ზრდა 1 მილიონიდან - 1.34 მილიონ შემთხვევამდე".
გოტფრიდ ჰირნშალი, WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 257 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ქრონიკული B ჰეპატიტით.

თუმცა ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ახალი ინფექციების ციფრი მნიშვნელოვნად შემცირდა, იმის წყალობით, რომ ბავშვების HBV ვაქცინაციის რიცხვი გაიზარდა. B ჰეპატიტი ძირითადად სიცოცხლის პირველ წლებში დედისგან ბავშვზე გადაიცემა და მეტწილად დასავლეთ წყნარი ოკენისა და აფრიკულ რეგიონებშია ჯერ კიდევ ძლიერად გავრცელებული.

ანა მარია ჰენაო რესტრეპო, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის დეპარტამენტის გუნდის ლიდერი ამბობს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა, კონკრეტულად კი ქვეყნების 95 % (185 ქვეყანა) იყენებს B ჰეპატიტის გეგმიურ ვაქცინებს იმუნიზაციის პროგრამაში.

„ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და როგორც აღვნიშნე, სწორედ ამის გამო მსოფლიოში ახალშობილების 85% უკვე დაცულარია B ჰეპატიტის ვაქცინის სამი დოზით. სადაც ჩამოვრჩებით, ესაა რიგით პირველი ვაქცინა, რომელიც კეთდება დაბადებისანავე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ დედებისგან ახალშობილების ინფიცირების პრევენცია“, - განმარტავს რესტრეპო.

რესტრეპო ამბობს, რომ ქვეყნების მხოლოდ 50 % სთავაზობს მოქალაქეებს ამ ვაქცინას. ამ ვაქცინის გარეშე კი მისი თქმით, ადამიანები ქრონიკულად ინფიცირდებიან და საჭიროებენ დიაგნოზირებას და მედიკამენტურ მკურნალობას მთელი ცოხვრების განმავლობაში.

ინფიცირებული, არასანიტარული ხელსაწყოები ჯანდაცვის სისტემაში და ინტრავენური ნარკომოხმარება - C ჰეპატიტის გავრცელების მთავარი მიზეზებია.

პრობლემა ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებსა და ევროპის რეგიონში. ეს მაშინ, როდესაც სუფთა ნემსებისა და შპრიცების გამოყენება დაავადების გადადების რისკს ბევრად ამცირებს, გარდა ამისა, ჰირნშალის თქმით, არსებობს მაღალეფექტური წამლები, რომლებსაც დროული გამოვლენისას C ჰეპატიტის მკურნალობა შედარებით მცირე დროში შეუძლია.

„ადამიანს უბრალოდ სჭირდება თითო აბის ყოველდღე მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში და მათი უმეტესობა განიკურნება“, - ამბობს ჰირნშალი.

მისი თქმით, ამ მკურნალობით დიდი ხნის განმავლობაში არც ისე ბევრ ინფიცირებულს უსარგებლია, რადგან მკურნალობის ღირებულება ზედმეტად ძვირია და 84 000 ამერიკულ დოლარსაც კი აჭარბებს, რაც ბევრი ქვეყნის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, ჯერ კიდევ მიუწვდომელია. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამგვარი მკურნალობის ფასი მაინც საგრძნობლად მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ-ისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის ხელმძღვანელი გოტფრიდ ჰირნშალი ამბობს, რომ C ჰეპატიტის განკურნების შესაძლებლობები და ვაქცინაციით B ჰეპატიტით ინფიცირების შემცირება პოზიტიური მოვლენაა და მანამდე „ჩუმი ეპიდემიების“ მიმართ ფართო საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას უწყობს ხელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG