ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ეკონომიკაზე და ჩინეთის საკითხზე იმსჯელებს


კვირას თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პარასკევს დიდი შვიდეულის ლიდერების პირველ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რათა განიხილოს კორონავირუსის პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და დიდი შვიდეულის, როგორც ჯგუფის, ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი.

თეთრმა სახლმა თქვა, რომ ბაიდენი თავის კომენტარებში ყურადღებას, “კოვიდ-19” ვაქცინის წარმოების საკითხში მსოფლიოს გამოხმაურებაზე გაამახვილებს. ამასთან ერთად, ყურადღებას მიაპყრობს “უწყვეტ ძალისხმევას, რათა ახალი ინფექციური დაავადებების საფრთხის წინააღმდეგ მობილიზებისა და თანამშრომლობისთვის, ქვეყნის შესაძლებლობების მშენებლობა და ჯანდაცვის უსაფრთხოების დაფინანსების ჩამოყალიბება მოხდეს.”

დემოკრატი ბაიდენი, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან გადაიბარა, გეგმავდა რომ თავისი წინამორბედის “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” ოთხწლიანი ლოზუნგის შემდეგ, მსოფლიოსთან და გლობალურ ინსტიტუტებთან ხელახალი ჩართულობის გზავნილი გაევრცელებინა.

ტრამპმა შეერთებული შტატები ჯანმოდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოიყვანა, მრავალეროვნულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს ის მეტწილად დამცინავად ეპყრობოდა.

ბაიდენმა კი შეერთებული შტატები ჯანმოში და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დააბრუნა და გააჟღერა სურვილი, რომ ბევრ საკამათო საკითხზე ჩინეთთან დასაპირისპირებლად, მოკავშირეებთან თანამშრომლობა სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG