ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დღეს, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ისინი აღადგენენ "მეცნიერულ ჩართულობას და მტკიცებულებებზე დაყრდნობილ პოლიტიკას".
პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მის მიერ ახლად გამოცემული ბრძანებები, ამერიკას საშუალებას მისცემს ჰქონდეს სათბურის გაზებით "დაბინძურებისგან თავისუფალი სექტორი 2035 წლისთვის და დააყენებს ამერიკას წმინდა ნულოვანი ეკონომიკის გზაზე 2050 წლისთვის".
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი ხელს მოაწერს მეცნიერული ჩართულობის მემორანდუმს, "რათა დაიცვას მეცნიერები პოლიტიკური ჩარევებისგან და დარწმუნდეს, რომ მეცნიერებს ექნებათ კვლევისა და აზრის გამოთქმის თავისუფლება, რათა ამერიკელ ხალხს მიაწოდონ ღირებული ინფორმაცია".
გარდა ამისა, ბაიდენი აღადგენს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებში. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს საბჭო არ დააკომპლექტა და მისი პრეზიდენტობის 4-წლიან პერიოდში, საბჭოს ყველა პოზიცია ვაკანტური იყო.
Facebook Forum