ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ერს 1 მარტს მიმართავს


კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერისადმი მიმართვა 1 მარტს გაიმართება. გამოსვლაზე დასწრება გასული წლისგან განსხვავებით კონგრესის ყველა წევრს შეეძლება. 2021 წელს, მონაწილეთა რიცხვი 200-მდე შეამცირეს პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე.

თუმცა, კონგრესმენებს არ ექნებათ უფლება მიიყვანონ სტუმრები მიმართვაზე, როგორც ამის გაკეთება წარსულში შეეძლოთ. ყველას მოეთხოვება პირბადის ტარება.

პრეზიდენტის მიერ პანდემიის მართვას მოსახლეობის მხოლოდ 47 პროცენტი აფასებს წარმატებულად, 31 იანვრიდან 7 თებერვლამდე ჩატარებული კვლევის მიხედვით. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 52% იყო.

ერისადმი მიმართვა ამერიკის კონსტიტუციით სავალდებულოა. თეთრი სახლი ვალდებულია კონგრესს წარუდგინოს ანგარიში მიღწევებზე, მისი პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG