ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის სამ შტატში გამარჯვება, სანდერსს საპრეზიდენტო იმედებს უცრუებს


ფლორიდა, არიზონა და ილინოისი - ყოვილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დემოკრატიული პარტიის კიდევ რამდენიმე პრაიმერში, ბერნი სანდერსი სამ შტატში დაამარცხა.

პრეზიდენტობისთვის ბრძოლის სამი ათეული წლის ისტორიის მქონე ჯო ბაიდენი, რომელიც უკვე მესამედ ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს, ბერნი სანდერსს 23 შტატიდან, სადაც უკვე გაიმართა პრაიმერი, 19 შტატში უგებს.

ორი ვადით ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამომრჩეველს თეთრ სახლში სტაბილურიბისა და წესრიგის ხილვა სურს. მისი თქმით, ამომრჩევლებს პრობლემების პრაქტიკული გადაჭრა სურთ და არა დრამატული, რევოლუციური პროგრამები.

თუმცა, გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც ის და ბერნი სანდერსი თანხმდებიან, როგორიცაა მაგალითად ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, არათანასწორი შემოსავლის მაჩვენებლის შემცირება და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, თუმცა განსხვავებულია პრობლემებთან ბრძოლის ტაქტიკა.

სამშაბათს, პრაიმერი კიდევ ერთ შტატში, ოჰაიოში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ, შტატის გუბერნტორმა, პრაიმერი კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადადო. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებია. ოჰაიოში კენჭისყრა ივნისში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG