ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონას თუ გადავურჩით, ეს კლინიკა მოგვკლავს - სერბეთის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი 


სერბეთის არმია ბელგრადში საავადმყოფოს იცავს
სერბეთის არმია ბელგრადში საავადმყოფოს იცავს

"თუ კორონავირუსმა ვერ მოგკლათ, ამ საავადმყოფოში ნამდვილად მოკვდებით,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს ბეინ სპასიკი, რომელიც სერბეთის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში უმნიშვნელო ინფექციის სამკურნალოდ მივიდა.

შელახული ფასადი, კედლები და ოთახები. რკინის საწოლები. სწორედ ასე გამოიყურება საავადმყოფოს შენობა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსთან ბრძოლაში არის ჩართული. სერბები ამბობენ, რომ კლინიკა ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის სახეა. სერბები ამბობენ, რომ ახლა, კორონავირუსის საფრთხის წინაშე დარჩენილები, ისინი მხოლოდ ექიმების იმედად არიან, და არა სისტემის.

პრობლემა იმაშია, რომ სამედიცინო სისტემების სისუსტის გამო, სერბეთის, ალბანეთის, ბოსნიის, ხორვატიის და ჩრდილოეთ მაკედონიის, ისევე როგორც ბულგარეთის და რუმინეთის ექიმების, თუ ექთნების დიდი ნაწილი სამუშაოდ უფრო განვითარებულ ქვეყნებში გადავიდა, სადაც მათ უკეთესი ხელფასები აქვთ. შესაბამისად, ბალკანეთის ქვეყნებში სპეციალისტების და სამედიცინო ინვენტარის მწვავე დეფიციტია.

დღევანდელი მონაცემებით, სლოვენიის მცირე ზომის სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა 2 მილიონს არ აღემატება, 237 ინფიცირების შემთხვევაა და ერთი ადამიანი დაიღუპა. სლოვენიაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექციებიდან გაათავისუფლეს, რომ ისინი კლინიკებს დაეხმარონ. სერბეთში 80-მდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 65 წელზე ზევით მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

საფრანგეთის, გერმანიის იტალიის შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნები უკვე ემზადებიან კორონავირუსის ინფექციის აფეთქებისთვის. ემზადებიან ბალკანეთის ქვეყნებიც, გამოყოფილია დამატებითი თანხები და მობილიზებულებია მედპერსონალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG