ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიტ ბუტიჯეჯი ბაიდენის გუნდში ტრანსპორტის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს


პიტ ბუტიჯეჯი, დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატების მარათონში, ბუტიჯეჯის ჩართვა ერთგვარი სიურპრიზი იყო, რადგან, აშშ-ში ის არის პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი, რომელსაც პარტიის ყრილობამ, თეთრი სახლისთვის საბრძოლველად მანდატი მისცა.

საბოლოოდ, ბუტიჯეჯი წინასაარჩევნო კამპანიას პრაიმერამდე გამოეთიშა და კანდიდატურა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მოხსნა.

ჯო ჯაბიდენი 38 წლის ბუტიჯეჯს საკუთარ გარდაცვლილ ვაჟს, ბო ბაიდენს ადარებდა.

„ჩემთვის ეს უმაღლესი კომპლიმენტია, რაც კი შემიძლია მივცე ქალს ან მამაკაცს - მას, როგორც ბოს, მტკიცე ხერხემალი აქვს“ - ამბობდა არჩეული პრეზიდენტი ბუტიჯეჯზე.

ბუტიჯეჯი, მეუღლესთან, ჩესტენთან 2018 წლის შემდეგ ქორწინებაში იმყოფება.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების გაუმჯობესების მიზნით, მილიარდობით დოლარს დახარჯავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG