ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტია


შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმის კიბეებზე საპრეზიდენტო ფიცი დადო. პირველი მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა მიულოცა, რომელსაც ფიცის დადების ცერემონია მიჰყავდა: გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო ბიბლიაზე, რომელიც ბაიდენების ოჯახში საუკუნეზე მეტია ინახება. მანამდე, კი ფიცი ქვეყნის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დადო. ცერემონია მოსამართლე სონია სოტომაიორს მიჰყავდა, პირველ ლათინურამერიკული წარმოშობის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

შეერთებულ შტატებს ახლა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი, 78 წლის პრეზიდენტი ჰყავს. ასევე, ისტორიაში პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი.

"ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა... დემოკრატიამ გაიმარჯვა"- ასე დაიწყო ჯო ბაიდენმა თავისი მიმართვა ინაუგურაციის შემდეგ. "დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აჯანყებულთა ბანდამ იფიქრა, რომ შეეძლო ძალადობა გამოეყენებინა იმისთვის, რომ გაეჩუმებინა ხალხის ნება, რომ შეეჩრეებინა ჩვენი დმოკრატიის მუშაობა, რომ გავეყარეთ ამ წმინდა მიწიდან. ეს არ მოხდა! ეს არასდროს მოხდება! არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს" - განაცხადა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა.

ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდაში გაფრინდა. მას თან მეუღლე, მელანია ტრამპი და ოჯახის სხვა წევრები ახლდნენ.

ტრამპმა დაარღვია თეთრ სახლში ამერიკის ახალი პრეზიდენტის დახვედრის დიდი ხნის ტრადიცია. მსგავსი რამ უპრეცედენტო არ არის, თუმცა ბოლო 150 წლის მანძილზე ეს შეერთებული შტატების არცერთ პრეზიდენტს არ უქნია. ტრამპს ბაიდენისთვის არც ტელეფონით დაურეკავს და გამარჯვება არ მიულოცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG