ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ერს მიმართავს


1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელიც სენტამა ოთხშაბათს დაამტკიცა, ჯო ბაიდენის მთავარი პოლიტიკური ინიციატივა იყო პრეზიდენტობის პირველი ასი დღის ფარგლებში.

დღეს პრეზიდენტი ბაიდენი, ვაშინგტონის დროით 20:00 საათზე, თეთრი სახლიდან ერს მიმართავს. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის სიტყვაში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ამ დახმარების პაკეტს დაეთმობა - მის გავლენას, ამერიკული ოჯახების ცხოვრებაში. პრეზიდენტი ბაიდენი ასევე ისაუბრებს გასულ წელზე და პანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარებაზე. კოვიდ -19-მა 529 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა და 29 მილიონი დაინფიცირდა.


დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა დახმარების პაკეტის კანონპროექტი, წარმომადგენელთა პალატში რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა.

ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საერთო უმრავლესობა პაკეეტის მომხრეა, თუმცა მხარდაჭერა გაცილებით მეტია დემოკრატებში, ვიდრე რესპუბლიკელებში.

დახმარების პაკეტი მოიცავს მილიონობით ოჯახზე გაცემულ 1400 დოლარის ღირებულების ჩეკს, უმუშევრობის გაფართოებულ შეღავათებს. ასევე, მილიარდობით დოლარს შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების, ბიზნესის დასახმარებლად, რომლებიც პანდემიის დროს ეკონომიკურად დაზარალდა.

„რეალური იმედის მიზეზი არსებობს, ხალხო“ - ოთხშაბათს, სენატის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. პრეზიდენტი ბაიდენი, კანონპროექტზე ხელმოწერას პარასკევს გეგმავს.

პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში, ბაიდენის კიდევ ერთი გაცხადებული მიზანი, კოვიდ-19 ვაქცინით 100 მილიონი ამერიკელის აცრაა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 95.7 მილიონი აცრა გაკეთდა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 10% სრულად არის ვაქცინირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG