ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის საპრეზიდენტო განკარგულებით, ბიოწარმოების ინდუსტრია ფედერალურ დაფინანსებას მიიღებს


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებებს, რომლითაც ამერიკული ბიოტექნოლოგიური ინდუსტრია მთავრობის მეტ დაფინანსებას მიიღებს. ამ ნაბიჯის მიზანია, შემცირდეს დამოკიდებულება ჩინეთზე ისეთი მასალების მისაღებად, რომელიც საჭიროა სუფთა ენერგიის მისაღებად, ახალი ქსოვილების შესაქმნელად და მოსახლეობის პანდემიის წინააღმდეგ კოვიდ-19-ზე ასაცრელად.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა სააგენტო "როიტერთან" თქვა, რომ პრეზიდენტის განკარგულება ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს პირდაპირ დააფინანსოს მიკრობების და სხვა ბიოლოგიურად მიღებული რესურსების გამოყენება ახალი სურსათის, სასუქების და თესლების შესაქმნელად. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ემსახურება წიაღისეულის მოპოვების ეფექტიანობის გაზრდას.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა დონის დაფინანსებაზეა საუბარი, მისი წყარო რა იქნება და როგორ განაწილდება. მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი ამ დეტალებზე ოთხშაბათს გამოაცხადებს.

აშშ-ის ფედერალური მთავრობა უკვეა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და სხვა სააგენტოების მეშვეობით, ბიოტექნოლოგიის კვლევების და განვითარების დაფინანსების წყარო. თუმცა, კვლევის და განვითარების ზოგადი ფედერალური დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტის მიხედვით, 1950-იანების პიკთან შედარებით, დაცემულია და ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამას შეცვლის.

ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ „სხვა ქვეყნები, მათ შორის და განსაკუთრებით ჩინეთი, ამ სექტორში ინვესტიციებს აგრესიულად დებენ, რაც ამერიკის ლიდერობის და კონკურენტუნარიანობისთვის რისკს წარმოადგენს".

XS
SM
MD
LG