ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის რეიტინგი დღემდე ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა


შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის ჩამოშლასთან ერთად, რასაც ათასობით სამოქალაქო პირის და ავღანელი სამხედროს გაქცევა მოჰყვა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგი 7 პუნქტით შემცირდა და დღემდე ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

“როიტერ/იპსოსის” ორშაბათს ჩატარებულმა ეროვნულმა გამოკითხვამ აღმოაჩინა, რომ ბაიდენის თანამდებობაზე მუშაობის ეფექტურობას ზრდასრული ამერიკელების 46 პროცენტი იწონებს. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ყოველკვირეულ გამოკითხვებში, რომლებიც იანვარში, ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ დაიწყო.

პარასკევს ჩატარებულმა მსგავსმა გამოკითხვამ 53 პროცენტი აჩვენა.

ბაიდენის პოპულარობა დაეცა, როდესაც თალიბანი დედაქალაქ ქაბულში შევიდა და გააქრო ყველაფერი, რაც ორი ათეული წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნას მოჰყვა, რაც გადასახადის გადამხდელებს თითქმის 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდა და რამაც ათასობით ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა.

“იპსოსის” მიერ ორშაბათს ჩატარებულმა სხვა ექსპრეს-გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის მიერ ავღანეთში წელს გაწეული დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევა, ამერიკელების ნახევარზე ნაკლებმა მოიწონა. პრეზიდენტმა, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ თვეში, ავღანეთის ძალები შეაქო “როგორც მსოფლიოში ნებისმიერის მსგავსად კარგად აღჭურვილი”, უარესი შეფასება მიიღო ვიდრე სხვა სამმა პრეზიდენტმა, რომელთა მმართველობის დროსაც შეერთებული შტატების ყველაზე ხანგრძლივი ომი მიმდინარეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG