ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროები გერმანიაში რჩებიან 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები გერმანიაში დარჩებიან. პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივას გერმანიაში დადებითი რეაქციები მოჰყვა. ცოტა ხნის წინ განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გააკეთა.

კარენბაუერი მიესალმა გადაწვეტილებას და აღნიშნა: "ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება ევროპის უსაფრთხოების, ძლიერი "ნატოს" და სტრატეგიულად ერთიანი დასავლეთის მიმართ".

აქვე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ევროპული და ატლანტიკური უსაფრთხოების დავა ერთობლივი ძალისხმევა და ორმხრივი ვალდებულებაა.

"ეს არის კარგად გასაგები სიგნალი. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩავკიდოთ ხელი ვაშინგტონს, რომელმაც ხელი გამოგვიწვდინა "- ამბობს კრამპ-კარენბაუერი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახლა ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო უნდა გაააქტიურონ მუშაობა თავდაცვის ხარჯებზე, ერთობლივ სამხედრო განლაგებასა და ნატოს გაძლიერებაზე.

შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეული დღეს დაიწყო. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს კი ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართა. ბაიდენმა კოლეგებს უთხრა, რომ "ამერიკა დაბრუნდა" მსოფლიო არენაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG