ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელურუსი ბირთვულმარაგს გაანადგურებს


ბელურუსი ბირთვულმარაგს გაანადგურებს
ბელურუსი ბირთვულმარაგს გაანადგურებს

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2012 წლისთვის ქვეყანა გამდიდრებული ურანის მარაგს მთლიანად გაანადგურებს.

ამის შესახებ განცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა გააკეთა. განცხადების შედგენაში შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ეუთოს შეხვედრაზე მარტინოვი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შეხვდა.

ერთობლივ განცხადებადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკა და ბელარუსი ბირთვული მასალების გავრცელების თავიდან ასაცილებლად აქტიურად ითანამაშრომლებენ ერთმანეთთან. ამ გეგმის ფარგლებში, ამერიკა ბელარუსს პირველი ბირთვული ელექტრო სადგურის აშენებაშიც დაეხმარება.

XS
SM
MD
LG