ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი ჟურნალისტებს წესრიგისკენ მოუწოდებს


პეკინი ჟურნალისტებს წესრიგისკენ მოუწოდებს
პეკინი ჟურნალისტებს წესრიგისკენ მოუწოდებს

ჩინეთის მთავრობა ჟურნალისტთა უფლებების დარღვევისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალა მას შემდეგ იქნა გამოყენებული, რაც ისინი კვირას მოსალოდნელი დემონსტრაციის გაშუქებას ცდილობდნენ. დღეს პეკინში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ჟიანგ იუმ განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და პატივი სცენ ქევყნის კანონებს, თუკი სურთ, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციამ ჟურნალისტებისთვის სპეციალური და მიზანშეწონილი წესები უზრუნველყო კვირას დაგეგმილი პროტესტის გასაშუქებლად. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით კი, იმ ჟურნალისტებს კი ვინც საპროტესტო გამართვის ადგილზე მივიდა, პოლიციამ სპეციალური საშვები მოთხოვა ფოტოების და ვიდეოს გადასაღებად. ჟურნალისტების ნაწილს კი, მათ შორის „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს სტეფანი ჰოს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს.

XS
SM
MD
LG