ერაყში ქურთი ძალები ქვეყნის უდიდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ მოსულზე შეტევას აგრძელებენ. დღეს მათ იერიში მოსულის მახლობლად მდებარე ბაშიქას დასახლებაზე მიიტანეს, რომელსაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. ბაშიქა მოსულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს.
ქურთ პეშმერგას ძალებს ბაშიქა რამდენიმე კვირაა ალყაში ყავს მოქცეული. შეტევა კვირას საარტილერიო ცეცხლით და საჰაერო იერიშებით დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ბაშიქაში დაჯგუფების სულ ცოტა 100 მეომარი იმყოფება.