ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება ბანგლადეშში


პოლიციამ ჩამონგრეული შენობის გაქცეული მფლობელი დააკავა

ბანგლადეშის პოლიციამ ჩამონგრეული სამკერვალო ფაბრიკის მეპატრონე დააპატიმრა. ფაბრიკა სამი დღის წინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, მთ ინდოეთის საზღვართან მოჰამედ სოელ რანა დააკავეს, რომელიც შენობის ჩამონგრევის შემდეგ გაუჩინარდა. პოლიციის განცხადებით, რანამ რამდენჯერმე არ მიაქცია ყურადღება ხელისუფლების გაფრთხლებას იმის თაობაზე, რომ შენობა ავარიული იყო და გამაგრებას საჭიროებდა. დღესვე მაშველებმა ნანგრევებს შორის მოყოლილი ოთხი ადამიანი გადაარჩინეს. შაბათს პოლიციამ შენობაზე პასუხისმგებელი 6 ადამიანი დააკავა.
XS
SM
MD
LG