ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში კიდევ ერთი ხანძარი მოხდა


ფაბრიკა-ქარხნების ათასობით თანამშრომელმა გუშინ დაკაში დემონსტრაცია მოაწყო

ბანგლადეშის ოფიციალური პირების განცხადებით, მეხანძრეებმა ტრიკოტაჟის ფაბრიკაში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, განსხვავებით კვირას გამთენიისას დაკაში მდებარე სხვა ფაბრიკისგან, სადაც ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, დღევანდელი ხანძრის შედეგად არ არიან მძიმედ დაშავებული ადამიანები, თუმცა, 12 სართულიანი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ფაბრიკა-ქარხნების ათასობით თანამშრომელმა გუშინ დაკაში დემონსტრაცია მოაწყო. ისინი მთავრობას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და მუშახელის უკეთესად დაცვას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG