ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში ფაბრიკის ხანძარმა 109 მუშა იმსხვერპლა


მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ამ დროის განმავლობაში კი ფაბრიკის თანამშრომლების დიდი ნაწილი ზედა სართულებიდან თავს ვერ აღწევდა

ბანგლადეშში მაშველები აგრძელებენ ერთ-ერთი ტრიკოტაჟის ფაბრიკიდან გვამების გამოსვენებას. ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 109 ადამიანი დაღუპული.

ფაბრიკა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარეობს. პოლიციის განცხადებით, ხანძარი მრავალსართულიანი შენობის პირველ სართულზე შაბათს გვიან ღამით დაიწყო.

მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ამ დროის განმავლობაში კი ფაბრიკის თანამშრომლების დიდი ნაწილი ზედა სართულებიდან თავს ვერ აღწევდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.
ბანგლადეშში ტრიკოტაჟის 4000 ფაბრიკა მდებარეობს, რომლებიც საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავენ ტანსაცმელს. ტანსაცმლის ექსპორტს ქვეყნისთვის 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს ყოველწლიურად.
XS
SM
MD
LG