ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალენსიაგამ  "ტვიტერზე" გვერდი გააუქმა


ბალენსიაგა პირველი მოდის სახლია, რომელიც უარს ამბობს twitter-ის გამოყენებაზე მისი ახალი მფლობელის, ელონ მასკის ბოლო გადაწყვეტილებების გამო, რაც სიტყვის თავისუფლების დაცვის სახელით სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან შედარებით რბილ მიდგომას გულისხმობს.

ელონ მასკის მიერ სამსახურიდან 4 ათასი ადამიანის გათავისუფლება, twitter-ის მომხმარებლებისთვის ფასიანი სერვისის შეთავაზების იდეა და რეკლამების მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქება მზარდ შეშფოთებას იწვევს ამ პლატფორმის მომავლის გამო.

ბალენსიაგამდე twitter-ის გამოყენებაზე უარი თქვა მოდელმა ბელა ჰადიდმა, ასევე კომპანიებმა General Motors-მა და Dyson-მა.

ბალენსიაგას ანგარიშს Twitter-ზე 950 000 გამომწერი ჰყავდა.

XS
SM
MD
LG