ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრია სრულ „ლოქ დაუნს“ აწესებს და სავალდებულო ვაქცინაციას გეგმავს


ავსტრია გახდება პირველი დასავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამო სრულ „ლოქ დაუნს“ განაახლებს. ვენამ განცხადება ამის შესახებ დღეს გააკეთა.

ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებაზე მუშაობს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე სავალდებულო ვაქცინაცია დავაწესოთ. ეს იგეგმება 2022 წლის პირველი თებერვლიდან. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვაქცინაციის მაჩვნებელის მდგრადი ზრდაა. ჩვენ არ გვსურს მეხუთე, მეექვსე ტალღა“ - აცხადებს ავსტრიის კანცლერი, ალექსანდერ შალენბერგი.

ავსტრიაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ დრომდე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სრულად, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედია აცრილი.

მოსალოდნელია, რომ სრულ ლოქდაუნს, ავსტრიის მსგავსად გერმანიაც გამოაცხადებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენ სპანი მოუწოდებს მოსახლეობას, შემაცირონ სოციალური კონტაქტები, რადგან მისი თქმით, მხოლოდ ვაქცინაცია ვერ შემაცირებს ინფიცირების მაჩვენებლებს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი არ შემცირდა, შესაძლოა შობის ტრადიციული აღნიშვნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ავსტრიის გადაწყვეტილება ლოქდაუნის შესახებ, ასევე გერმანიის მოსალოდნელი გადაწყვეტილება, ბიზნესის და ეკონომიკის სექტორის წარმომადგენლებს აშფოთებთ. ექსპერტები და ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ "ლოქ დაუნი", ეკონომიკის განახლების პროცესს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG