ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც უკიდურესი სიცხის და ძლიერი ქარის დაბრუნების შედეგად მასიური ხანძრები გაძლიერდება, ხელისუფლება მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდებს ევაკუაცია მოახდინონ.
მოელიან, რომ პარასკევისთვის ტემპერატურა 30 გრადუსსზე მეტი იქნება და დაასრულებს წვიმას და შედარებით გრილ ტემპერატურებს, რამაც ცოტაოდენი ამოსუნთქვის საშუალება მისცა გადაღლილ მეხანძრეებს, რომლებიც ცეცხლს სექტემბრიდან ებრძვიან. რეგიონში სამი წლის განმავლობაში გვალვა იყო, რის გამოც ბუჩქოვანი ფართობები გამხმარ, აალებად მასად იქცა და სტიქიურ უბედურებას ხელი შეუწყო.
ტემპერატურის მატებამ ვიქტორიის შტატის ხელისუფლები აიძულა, სტიქიური უბედურების მდგომარეობა, რომელიც გასულ კვირაში გამოაცხადეს, კიდევ ორი დღით გაეგრძელებინათ.
მეცნიერებმა თქვეს, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ წლის განსაკუთრებით დამანგრეველ ხანძრებს, ხელი ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ შეუწყო.