ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ხანძარს ებრძვის - პრემიერს ჰავაიზე დასვენების გამო აკრიტიკებენ


ხანძარი ავსტრალიაში
ხანძარი ავსტრალიაში

24 დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით ადამიანი - ავსტრალიაში კვლავ ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

ძლიერი ხანძრის ფონზე, ავსტრალიაში პრემიერ მინისტრს აკრიტიკებენ. მიზეზი, ხანძრის დროს, შვებულების ოჯახთან ერთად ჰავაიზე გატარებაა. კრიტიკის საპასუხოდ, სკოტ მორისონი აცხადებს, რომ ახლა საქმეზე ფოკუსირების დროა.

გარდა ჰავაზიე შვებულების გატარებისა, პრემიერ - მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკომუნიკაციის გამოც გააკრიტიკეს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხანძრის ეპიცენტრში, 3000 სამხედრო რეზერვისტის გაგზავნამდე, პრემიერს, ადგილობრივ მთავრობასთან ადექვატური კონსულტაცია უნდა გაევლო.

პრემიერის განკარგულებით, ავსტრალიამ სხვა ქვეყნებისგან სახანძრო ვერტმფრენების იჯარით გამოყენებაში, 14 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ხანძრით დაზარალებულების დასხმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ავსტრალია შემოწირულობებს იღებს. ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი და პოპვასრკვლავი "ფინქი" ფონდებს მსხვილი შეწირულობით დაეხმარნენ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხანძრის შედეგად, ნახევარ მილიარდამდე ცხოველი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG