ახლა, როდესაც, უკვე, თითქმის, გადაწყვეტილია, რომ ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩვენებში კენჭს იყრის, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ ვის წარადგენს ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩვენებში, მოსახლეობა ხმას ერთდორულად აძლევს პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს.
რამდენიმე სხვა ვერსიასთან ერთად, განიხილება, რომ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ატლანტიდან, ჯორჯიის შტატიდან, დაასახელებს ორ სავარაუდო კანდიდატს შორის ერთს. ორივე მათგანი ქალია.
კეიშა ლენს-ბოტომსი და სტეისი აბრამსი აქტიურად არიან პოლიტიკაში ჩართული. ისინი, ახლა განიხილებიან, როგორც ჯორჯიის შტატის ყველაზე გავლენიანი აფრო-ამერიკელი ქალები.
ამბობენ, რომ კეიშა ლენს-ბოტომსი, 50 წლის ქალი, რომელიც ახლა ატლანტის მერის სკამს იკავებს, ბაიდენის ნომერ პირველი არჩევანია. 46 წლის აბრამსი კი უფლებადამცველი და აქტივისტია, რომელიც ცოტა ხნის წინ, გუბერნატორობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდებოდა, ამერიკის ისტორიაში, პირველი აფრო-ამერიკელი გუბერნატორი ქალი.
აბრამსი, უკვე ღიად საუბრობს შესაძლო ვიცე-პრეზიდენტობაზე, განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმარება ბაიდენს გაამრჯვებაში და რას გააკეთებს ის პრეზიდენტთან ერთად მომავალში.
Facebook Forum