პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სულ ცოტა 47 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 66 ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა პაკისტანში რელიგიური მსვლელობა მიმდინარეობდა.
პაკისტანელები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობდნენ, რა დროსაც მეჩეთთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა. აბდულ რაზაკი, რომელიც ოლქის კომისარის მოადგილეა ამბობს, რომ ტერორისტულ აქტს პოლიციის მაღალჩინოსანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
„ტერორისტებს არ აქვთ რწმენა და რელიგია“, - თქვა მოგვიანებით ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ბუგტიმ და დაგმო განვითარებული მოვლენები.
ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მომხდარის უკან “ისლამური სახელმწიფოს” ხორასანის წევრები იდგნენ, რომელბიც ისლამური სახელმწიფოს რეგიონულ ფილიალად ითვლება პაკისტანში.