ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასტრაზენეკასა" და ევროკავშირს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა


ევროკავშირსა და „ასტრაზენეკას“ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინების მიწოდების თაობაზე დავა დასრულდა - ევროპულმა კომისიამ და მწარმოებელმა კომპანიამ, ვაქცინის 200 000 000 დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ევროკავშირსა და „ასტრაზენეკას“ შორის დავამ, რეგიონში დაწყებული ვაქცინაციის პროცესში შეფერხებები გამოიწვია.

ბრიუსელი აცხადებს, რომ შეთანხმებიდან მიღებული მარაგის ნაწილი, ევროკავშირის მიღმა, ვაქცინაციის თანასწორობისთვის გადანაწილდება. ბლოკის ვაქცინაციის მარაგი ახლა ძირითადად „ფაიზერ-ბიონტექის“ მიერ წარმოებილი კოვიდ-19-ის ვაქცინითაა შევსებული.

შეთანხმების მიხედვით, ასტრაზენეკამ აიღო ვალდებულება, თავისი ვაქცინის 60 მილიონი დოზა ევროკავშირს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მიაწოდოს. 75 მილიონი დოზა მეოთეხე კვარტალში, 65 მილიონი დოზა კი 2022 წლის პირველი კვარტლის მიწურულს.

ევროპულმა კომისიამ აპრილში „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის წარმოება წამოიწყო. მიზეზი დადებული კონტრაქტის გაუთვალისწინებლობა იყო - კომისია აცხადებდა, რომ ვაქცინის შეთანხმებული დოზების დროული მიწოდებისთვის, კომპანიის მხრიდან არ არსებობდა „საიმედო“ გეგმა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო აცხადებს, რომ ახალი შეთანხმების თანახმად, წევრი ქვეყნები კოვიდ-19-ის ვაქცინას რეგულარული მოწოდების გრაფიკით მიიღებენ. ევროკავშირის წევრები აცხადებენ, რომ ვაქცინის მიღების კუთხით, პრიორიტეტი ევროკავშირის იმ ქვეყნებს მიენიჭებათ, სადაც იმუნიზაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG