ჟურნალისტთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით, გასული წლის მონაცემებით, 46 ჟურნალისტი დაიღუპა. პაკისტანი კი უკვე ორი წელია ზედიზედ მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანათა შორის ლიდერობს.
ყოველწლიური ანგარიში სახელად "შეტევა პრესაზე", ნიუ-იორკში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ქუჩის აქციების გაშუქების დროს დაიღუპა. რეკორდული რიცხვი 2011 წელს დაფიქსირდა, რაც არაბული გაზაფხულის მოვლენებსაც უკავშირდება.