ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისი ევროპაში ძველ დაპირისპირებებს აღვიძებს


მაღაზია სამხრეთ ინგლისის ქალაქ ბრაიტონში. 15 დეკემბერი, 2011წ.
მაღაზია სამხრეთ ინგლისის ქალაქ ბრაიტონში. 15 დეკემბერი, 2011წ.

დიდმა ბრიტანეთმა გარკვევით განაცხადა, რომ ის არ აპირებს იმ კავშირში შესვლას, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ლიდერობს

ფისკალური პრობლემების ფონზე საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს შორის დაძაბულობა იზრდება. ისტორიული მტრები ამჯერად იმაზე დაობენ, თუ ბოლო კვირის მანძილზე ვისი ეკონომიკა უფრო ცუდად გამოიყურებოდა.

წლევანდელმა ფინანსურმა კრიზისმა ევროზონის ქვეყნები დაარწმუნა იმაში, რომ თუკი ისინი ფინანსურად და ეკონომიკურად კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს არ შექმნიან, 17-წევრიან ზონას დაშლა არ აცდება. თვის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გარკვევით განაცხადა, რომ ის არ აპირებს იმ კავშირში შესვლას, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ლიდერობს.

ამ ფაქტმა საფრანგეთი ძლიერ გააღიზიანა. ამასწინანდელ ინტერვიუში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ფრანკოს ბარონმა კატეგორიულად უარყო ბრიტანეთის ნებისმიერი ეკონომიკური „დარიგება“. მინისტრის განცხადებით ეკონომიკური სიტუაცია იქ შემაშფოთებელია და დღეს სჯობს ფრანგი იყო, ვიდრე ბრიტანელი.

ორშბათს ევროპის ფინანსთა მინისტრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ევროზონის კრიზისული ქვეყნებისთვის დახმარების აღმოსაჩენად დამატებით 196 მილიარდი დოლარი გადაურიცხონ. დიდმა ბრიტანეთმა ფონდის ხელშეწყობაზე უარი რამოდენიმეჯერ განაცხადა.

XS
SM
MD
LG