ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის ინსტიტუტმა ნომინანტები გამოაცხადა


ნობელის ინსტიტუტმა ნომინანტები გამოაცხადა
ნობელის ინსტიტუტმა ნომინანტები გამოაცხადა

ნორვეგიაში ბაზირებულმა ნობელის მშვიდობის ინსტიტუტმა 2012 წლის ნობელის მშვიდობის ჯილდოს მოსაპოვებლად 231 ნომინაცია მიიღო.

დასახელებული არიან ამერიკის არმიის რიგითი ბრედლი მანინგი, რომელმაც ვებ-გვერდ ვიკილიკსს საიდუმლო კორესპონდენციის დიდი რაოდენობა მიაწოდა, რუსი უფლებათა დაცვის აქტივისტი სვეტლანა განუშკინა და უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო.

წელს, ნომინაციების შეტანა ათასობით ადამიანს შეეძლო, მათ შორის კანონმდებლებს, უნივერსიტეტის პროფესორებს, ყოფილ ლაურეატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ნომინაციების შეტანის ვადა 1 თებერვალი იყო.

ნობელის ინსტიტუტი არ ასახელებს ნომინანტთა სრულ სიას. თუმცა ამის უფლება ნომინაციების ავტორებს ეძლევათ. გამარჯვებული 1.5. მილიონ დოლარს მიიღებს და მას 5 წევრიანი კომიტეტი 2012 წლის ოქტომბრისთვის დაასახელებს.

XS
SM
MD
LG