ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი მარტი აჰტისაარი გახდა. მან ეს პრემია ნამიბიასა და კოსოვოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადწყვეტისთვის მოლაპარაკებების წარმოების გამო მიიღო.
ნობელის კომიტეტმა აღნიშნა აჰტისაარის 30 წლიანი სამუშაო, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
ნობელი პრემიის კომიტეტის განცხადებით 71 წლის ლაურეატს ნამიბიის დამოუკიდებლობის საქმეში ლომის წვლილი მიუძღვის .
თავად აჰტისაარმა დღეს აღნიშნა, რომ ნამიბიაში მისი ძალისხმევა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ნამოღვაწარს მის კარიერაში.
მარტი აჰტისაარის სახელთანაა აგრეთვე დაკავშირებული გეგმა , რომელიც გულისხმობს კოსოვოს საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ არსებულ დამოუკიდებლობის მინიჭებას. გეგმა , რომელიც ამჟამად ხორციელდება.
მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია “კრიზისის გადაწყვეტის ინიციატივა” მუშაობს, ერაყში, ინდონეზიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის დასამყარებლად.
ნობელის კომიტეტმა აღნიშნა , რომ აჰტისაარის ძალისხმევა და მიღწევებიიმედია სხვებისთვის სამაგალითო იქნება.
ამავე თემაზე
პოპულარული
1