ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში ორი ბომბი აფეთქდა სამხედრო ტრეინინგ ცენტრთან ახლოს. ჩარსადას რაიონში არსებულ ტრეინინგ ცენტრში ახალგაზრდა კადეტების მომზადება ხდება.
ხელისუფლების განცხადებით, ასაფეთქებელ მოწყობილობებს თვითმკვლელმა ტერორისტმა მოუხდინა დეტონირება.
ინციდენტისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.