ისრაელი ღაზას სექტორის ბლოკადის შემსუბუქებას დათანხმდა, ჰამასის მიერ მართულ ტერიტორიაზე მეტი ჰუმანიტატარულიდ დახმარება შევა.
მთავრობის პრეს მდივნის, მარკ რეგევის განცხადებით, გუშინ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ჰუმანიტარული დახმარება, საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ, ღაზას სექტორში სამოქალაქო პროექტების განსახორციელებლად შევა. კვლავ შეზღუდული რჩება ყველა იმ მასალისა თუ პროდუქტის შეტანა, რომელიც შეიძლება იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდეს.
ჰამასიც და პალესტინის ავტონომიის მთავრობაც ისრაელის გადაწყვეტილებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირთან დაკავშირებით უარყოფენ და თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის.
პალესტინის ავტონომიის მთავარი მომლაპარაკებელი საებ ერეკათი ამბობს, რომ:
“საქმე მდგომარეობის შემსუბუქებას არ ეხება. ისრაელმა ბლოკადა საერთოდ უნდა მოხსნას, ისრაელსა და ღაზას შორის საზღვარები გახსნას და რეგიონში ყველანაირი პროდუქტის თავისუფლად შეტანა არ დააბრკოლოს.”
ამავე პოზიციას იზიარებს იორდანიის მთავრობა.