ეგვიპტეს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციასთან შეტაკების დროს ქალაქ სუეცში დემონსტრაციის ორი მონაწილე დაიღუპა. დემონსტრაცია ოთხშაბათის ფეხბურთის მატჩის შემდეგ მომხდარ ძალადობას გმობდა.
საფრანგეთის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, სუეცში დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. დეტალების დადგენა ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება.
ოთხშაბათს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პორტ საიში ფეხბურთის ფანებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ, ქაიროში მრავალათასიანი დემონსტრაცია მოეწყო, რომლის მონაწილეებიც ქვეყნის სამხედრო მმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.
პოლიციამ ქაიროს დემონსტრაციაც დაარბია. შედეგად 338 მომიტინგე დაშავდა.