ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში 15 ადამიანი მოკლეს


იემენში 15 ადამიანი მოკლეს
იემენში 15 ადამიანი მოკლეს

დაღუპულია ალყაიდას საინფორმაციო ცენტრის იემენის სამსახურის უფროსი ეგვიპტელი იბრაჰიმ ალ-ბანა.

დღეს იემენის დედაქალაქ სანაში უშიშროების ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სულ ცოტა 10 ადამიანი შეეწირა. ათეულობით დემონსტრანტი დაიჭრა.

ათასობით მომიტინგე პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით სანას ქუჩებშია გამოსული. მათ მრავალი სათემო ლიდერი და გენერალი ალ-აჰმარი უმაგრებს ზურგს, რომელიც ოპოზიციის მხარეს არის გადასული.

იემენის სამხრეთ-აღმოსავლეთში კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: საჰაერო შეტევის შედეგად, ალყაიდას სამხედრო დაჯგუფების 7 წევრია დაღუპული. მათ შორისაა ახლახანს მოკლული ანვარ ალ-ალვაკის, ალყაიდას ერთ-ერთი იდეოლოგიური ლიდერის, ვაჟიშვილი.

სათემო ლიდერთა თქმით, ამერიკის მიერ განხორციელებული საავიაციო დარტყმის შედეგად, აბდულ რაჰმან ალ-ალვაკი ოთხ თანამოაზრესთან ერთად პარასკევს გარდაიცვალა.

იემენის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ასევე დაღუპულია ალყაიდას საინფორმაციო ცენტრის იემენის სამსახურის უფროსი ეგვიპტელი იბრაჰიმ ალ-ბანა.

XS
SM
MD
LG