შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ცდილობს ამერიკის ეკონომიკა მწვანედ, რაც შეიძლება მალე გადააქციოს.
ყოველკვირეულ ინტერნეტ მიმართვაში, ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ მისი მიზანია მომავლის სამუშაო ადგილებმა და მომავლის ინდუსტრიებმა ამერიკაში დაიდონ საფუძველი.
მისივე თქმით, ენერგეტიკის დეპარტამანტმა 2 მილიარდი დოლარი გამოყო, რომელიც ორ კომპანიაზე გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოში ელექტრო ენერგიის ყველაზე დიდ სადგურს ააშენებს. სადგური მხოლოდ მზის ენერგიას გამოიყენებს ელექტრო ენერგიის საწარმოებლად. წინასწარი ინფორმაციით, სოლარული პანელები ღამეც შეძლებენ ენერგიის წარმოებასა და შენახვას.
იმავე ინტერნეტ მიმართვაში პრეზიდენტმა აღმიშნა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის 22 თვიანი პერიოდის შემდეგ, უკვე მეექვსე თვეა ამერიკის ეკონომიკას სამუშაო ადგილები ემატება.