თალიბმა კამიკაძეებმა ავღანეთში ხუთი ადამიანის მათ შორის სამი უცხოელის სიცოცხლე იმსხვერპლეს. თავდასხმა ქლაქ ყუნდუზში ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაზე განხორციელდა.
ტერორისტებმა ჯერ შენობის შეასვლელი ააფეთქეს, შემდეგ კი ხუთი მეომარი თავად შენობაში შეიჭრა და ავღანელ პოლიციელთან და დაცვის მუშაკთან ერთად სამი უცხოელი გამოასალმა სიცოცლხეს. დაღუპულთა შორის გერმანიის, ბრიტანეთის და ფილიპინების მოქალაქეები არიან.
უშიშროების ძალებმა ხუთსაათიანი ბრძოლის შედეგად ყველა თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს.