ყირგიზეთმა კრემლს თხოვნით მიმართა ქვეყნის სამხრეთში მისი სამხედრო ძალები გააგზავნოს, რათა ჩაახშონ იქ მიმდინარე ეთნიკური მღევლვარება. მოსკოვმა ყირგიზეთის მთავრობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მისცა თანხმობა. რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსადმი გაგზავნილ წერილში ყირგიზეთის დროებითი პრეზიდეტტი როზა ოტუმბაევა აცხადებს, რომ ყირგიზეთის სამხრეთში შექმნილი სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ოფიციალურ ბიშკეკს უცხოეთიდან ესაჭიროება დახმარება. დაუზუსტებელი მონაცემებით ქალაქ ოშში მომხდარი ეთნიკური დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 77, ხოლო დაიჭრა 1000 კაცი. საფრანგეტის ახალი ამბების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად ბიშკეკმაშეიარარებული ძალების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
პოპულარული
1