ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტონის" დაჯილდოვება


ტონის ჯილდო ბროდვეის თეატრების გასული წლის საუკეთესო სცენარებისა და დადგმების ავტორებს გადაეცემათ.

13 ივნისის კვირა საღამოს ამერიკის და კონკრეტულად, ნიუ იორკის თეატრალებსა და უბრალოდ თეატრის მოყვარულებს წინ ტონის 64-ე დაჯილდოვების ცერემონიალის ყურების ბედნიერება ელით. ტონის ჯილდო ბროდვეის თეატრების გასული წლის საუკეთესო სცენარებისა და დადგმების ავტორებს გადაეცემათ.

ბევრი კრიტიკოსის აზრით, მიუზიკლი “მემფისი” საუკეთესო მიუზიკლის ნომინაციაში მოიპოვებს გამარჯვებას. პიესა 1950 -იან წლებში როკ ენ როლის ადრეულ პერიოდს ეხება, მოვლენები ამერიკის სამხრეთის ქალაქ მემფისში ვითარდება, ტენესის შტატში, როდესაც აფრიკელი-ამერიკელი მუსიკოსები საბოლოოდ რასობრივ კედელს არღვევენ და მუსიკალურ კლუბებსა და რადიო შოუებში მონაწილეობას იღებენ.

მარილინ სტასიო ტონის ჟიურის წევრი და ჟურნალ ვერაიათის კრიტიკოსია. მისი აზით, სხვა ფავორიტი მიუზიკლი, “ამერიკელი იდიოტი “ გაიმარჯვებს, რომელიც ჯგუფ “გრინ დეის “ მუსიკაზეა აგებული.

“ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარია და ყველა ვინც კი ნახა აღფრთოვანებულია იმით, რომ ბროდვეიზე პანკ-როკის ჟანრის მიუზიკლი არსებობს. არნახული პროექტია.”

“ეს ხალხი იმსახურებს თანადგომას, ისინი კვდებიან და ჩნდებიან სენსიტიური ადამიანის თვალში.”

სტასიო და სხვა კრიტიკოსების ვინაობა საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ დრამა ამერიკელი მხატვრის შესახებ, სახელწოდებით “წითელი” საუკეთესო პიესად დასახელდება.

“უჩვეულო წარმოდგენაა. ორი მსახიობი თამაშობს და მთელი მოქმედება მათზე გადადის, ძალიან რთულია.”

კინო ვარსკვლავი დენზელ ვაშინგტონი სავარაუდოდ მამაკაცის როლისთვის ტონის მოგების კანდიდატია. ვილსონის დრამას აფრო-ამერიკელებზე “ფენსის” ქვია და მასში 1950 წლის პიტსბურგის ამბებია მოთხრობილი. საუკეთესო პიესის ნომიანციაში თავად პიესაც არის წარდგენილი. ვიოლა დავისი, ამავე დადგმაში ქალის როლის შემსრულებელი შესაძლოა ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გამარჯვებული გახდეს.

კინოვარსკვლავები ლივ შრეიბერი და სკარლეტ იოჰანსონი ტონის ჯილდოსათვის წარდგენილები არიან არტურ მილერის პიესისათვის “ხედი ხიდიდან”.

მარილინ სტასიოს თქმით, ის ბრაზდება კრიტიკოსთა იმ სიყვარულის გამო, რომელსაც ისინი ბროდვეიზე მისული კინო მსახიობების მიმართ განიცდიან.

“ერთადერთი რისი გაკეთებაც მათ მართებთ სცენაზე გავლაა და უკვე ტონის ნომინანტები ხდებიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ისეთი მსახიობები მოვხვდნენ ბროდვეიზე, რომლებმაც სცენაზე გაიარეს და ეს კარგადაც გამოუვიდათ.”

კრიტიკოსის ფავორიტი, კეტრინ ზეტა ჯონსია, რომელიც დებიუტიც ბროდვეიზე სწორედ წელს შედგა. ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ის ნომინირებულია განახლებულ მიუზიკლში სახელად “ღამის პატარა მუსიკა” .

ზოგიერთი კრიტიკოსის წინასწარმეტყველებით “ფელა”, ისტორია ნიგერიელი მომღერალის, ფელა კუტის შესახებ, საუკეთესო მიუზიკლის ნომინაციაში გაიმარჯვებს. მონაწილე 2 მსახიობი, სარ ენგოვჯა და ქალის როლის შემსრულებელი ლილიას ვაიტი ასევე წარდგენილები არიან ჯილდოს მიღებაზე.

ამერიკული მიუზიკლის თაყვანისმცემლები 13 ივნისს შეიტყობენ, თუ ვინ გახდება ტონის ჯილდოს მფლობელი ბროდვეის საუკეთესო მიუზიკლი.

XS
SM
MD
LG