ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ირანში იმყოფება ვიზიტით. ის ირანის ლიდერებთან ორმხრივ მოლაპარაკებს მართავს და ამასთან ესწრება სამიტს, რომელიც 15 მიუმხრობელ განვითარებად ქვეყნას მოიცავს.
დღეს იგი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ხვდება , საუბრის თემა კი თეირანის ბირთვული პროგრამაა. ბრაზილიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ის დაიყოლიებს ირანს ბირთვული საწვავის გაცვლის საკითხზე და თავიდან აიცილებს გაეროს მიერ მხარდაჭერილი მეოთხე რაუნდის სანქციებს.
აშშ-ი და რუსეთი თავის მხრივ კი აცხადებენ, რომ ბრაზილიის ძალისხმევა უკანასკნელი შანსია ირანისთვის, რათა მან სანქციები თავიდან აიცილოს.