ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასეანის სამიტი იხსნება


ასეანის სამიტი იხსნება
ასეანის სამიტი იხსნება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დიპლომატები ინდონეზიაში ჩადიან. რეგიონალური კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის პრობლემებს განიხილავს.

ასეანის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ შეკრებას ოფიციალურად ხვალ გახსნიან. ხუთშაბათს დაგეგმილია „ასეანი - პლუს 3“ დიალოგი, რომელსაც დამატებით 3 ქვეყანა -ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა- დაესწრება.

ასეანი ჩინეთზე ერთგვარ ზეწოლას გეგმავს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ჩინეთს არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ სადავო ტერიტორიაზე მოპოვებულ რესურსებზე.

კონფერენცია სპეციალურ ერთობლივ კომუნიკეს შეიმუშავებს, რომელიც კიდევ ერთ სადავო ტერიტორიას შეეხება. ეს ტაილანდს და კამბოჯას შორის მთიან რეგიონში მდებარე ისტორიული ტაძარი და მასთან მიმავალი გზებია.

XS
SM
MD
LG