რუსეთის შეაირაღებული ძალები ქვეყნის ცენტრალურ რაიონში მძვინვარე ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაისროლეს. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ხანძარმა 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, ხანძარი 14 რეგიონში მძვინვარებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა პრეზიდენტ დიმიტრი მედევედევს სტიქიური უბედურების ზონაში არმიის მოქმედების შესახებ მოახსენა.
ამგვარი ხანძრები რუსეთს უკანსკნელი 40 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ხელისუფლების განცხადებით, ასეთი სიცხეები მოსკოვის რეგიონში 130 წელია არ ყოფილა.