ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი სისხლისღვრა სირიაში


მორიგი სისხლისღვრა სირიაში
მორიგი სისხლისღვრა სირიაში

სირიის დაბა ჰომსში ერთ-ერთი ოპოზიციონერის დაკრძალვის ცერემონიში მონაწილეებზე თავდასხმის შედეგად 3 კაცი დაიღუპა.

ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა იმის დადასტურება თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები, თუმც თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ თავდასხმა სირიის უშიშროების აგენტებმა მოაწყვეს. სირიაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ოპოზიციამ მრავალათასიანი აქციების მოწყობით აღნიშნა. მანიფესტაციაში მონაწილენი გაჰყვიროდნენ "ღმერთი, სირია, თავისუფლება". ოპოზიციის აქტივისტებმა სოციალური ინტერნეტ-ქსელი გამოიყენეს საპროტესტო აქციების დასაგეგმად. ოპოზიციამ ამ ზომას მიმართა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა გამოაცხადა საგანგებო კანონების ერთ კვირაში გაუქმება.

XS
SM
MD
LG